logo_geo
eng_logo
ევროკავშირის მხარემ საქართველოს მიერ მომხმარებლის უფლებების დაცვის კანონის მიღება დადებითად შეაფასა
- +

8 ივლისი. 2022. 14:13

ქალაქ ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის ქვეკომიტეტის მე-2 თემატური ჯგუფის რიგით მეშვიდე სხდომა გაიმართა.

 

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრა მიზნად ისახავდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით, საქართველო-ევროკავშირს შორის დიალოგისა და განხორციელებული პროცესების შეფასებას.

 

„აღნიშნული მიმართულებით, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ, კომპეტენციის ფარგლებში, განხორციელებული საკითხების წარდგენის, დიალოგში მონაწილეობის მიზნით, სხდომაში მონაწილეობა მიიღო კონკურენციის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, სოფიო მომცელიძემ.

 

ევროკავშირის მხარემ, საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობა დადებითად შეაფასა. შეხვედრაზე მთავარი ყურადღება დაეთმო და ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს მხრიდან „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის მიღებისა და ამ მიმართულებით აღსრულების დაწყების მნიშვნელობას“, - აცხადებენ სააგენტოში.

 

მათივე ინფომაციით, მონაწილეებმა, შეხვედრის ფარგლებში განიხილეს შემდეგი ძირითადი საკითხები: სამრეწველო და საწარმოების პოლიტიკა, სამთო-მოპოვებით საქმიანობა; ტურიზმი; კორპორაციული სამართალი და კორპორაციული მმართველობა; მომხმარებელთა პოლიტიკა; საგადასახადო პოლიტიკა და ა.შ. ასოცირების შეთანხმების ინსტიტუციური მექანიზმის მიხედვით, დარგობრივი თემატური ჯგუფების შეხვედრები ყოველწლიურად იმართება.

 

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დავით ბუჯიაშვილი და სხვადასხვა, შესაბამისი უწყების წარმომადგენლები.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner