logo_geo
eng_logo
შრომის ინსპექცია: ინსპექტორებმა ევროპის საბჭოს სასწავლო კურსი 96%-იანი მაჩვენებლით დახურეს, რაც რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია
- +

8 ივლისი. 2022. 14:15

შრომის ინსპექტორებმა ევროპის საბჭოს მთავარი საგანმანათლებლო პლატფორმის (HELP) კურსები ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სტანდარტების სწავლების მიმართულები, წარმატებით გაიარეს.

 

შრომის ინსპექციის სამსახურის თანამშრომლებმა სასწავლო კურსი 96%-იანი მაჩვენებლით დახურეს, რაც ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი და მნიშვნელოვანი შედეგია.

 

სასწავლო კურსის წარმატების გავლის ნიშნად, შრომის ინსპექტორებს სიგელები ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, სტეფან სირბუმ და შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ გადასცეს.

 

„HELP არის ევროსაბჭოს მთავარი საგანმანათლებლო პლატფორმა სამართლის სფეროს სპეციალისტებისთვის. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გარდა, HELP განიხილავს სხვა დოკუმენტებსაც, მაგალითად, ევროპის სოციალურ ქარტიას (ESC) და ევროსაბჭოს კონვენციებს საკვანძო სფეროებს, როგორიც არის მონაცემთა დაცვა და შრომითი უფლებები.

რამდენიმეთვიანი სასწავლო კურსი მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის: პირადი მონაცემების დაცვა;

შრომითი უფლებების საერთაშორისო სტანდარტები; დისკრიმინაციის ამკრძალავი დებულებების რეგულირება;

იძულებითი შრომის დადგენის სტანდარტები და გამონები; გაერთიანების თავისუფლების რეგულაცია და სხვა.

 

ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სტანდარტების გამოყენება შრომითი უფლებების დაცვის მიმართულებით განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. ამ სტანდარტების პრაქტიკაში დანერგვა კი თითოეული დასაქმებულის შრომითი უფლებების დაცვის გარანტია“, - აცხადებენ შრომის ინსპექციის სამსახურში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner