logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: მე გეტყვით, თუ რა სურთ ამ მოღალატეებს!
- +

8 ივლისი. 2022. 15:15

 

 

ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„ომი რომ დაიწყოს ჩვენი შვილები ჩვენ დაგვასწრებენ, არც შეგვეკითხებიან - იარაღს აისხამენ და ფრონტის წინა ხაზზე წავლენ საბრძოლველად!

 

ნაბიჭვარი მაქარაშვილი და გირჩი ჯაფარიძე კვლავ შარვალს ჩაიხდიან - უკანალს მიუშვერენ მტერს  და  თუ იხმარენ, ამითაც სიამოვნებას მიიღებენ!

 

სააკაშვილს ორივე შვილი უცხოეთში ჰყავს, ხოლო მის 2-მეტრიან ზრდასრულ შვილს 1 დღე არ უმსახურია ქართულ ჯარში, ამიტომ ფილადელფიაში დაბინავებული შვილების უსაფრთხოებაში დარწმუნებული ის მანიაკი კვლავ ჰალსტუხს დაღეჭავს და პირველივე საფრთხის შემთხვევაში რეაქტიული სისწრაფით გაიქცევა არახამიასთან და იასკოსთან!

 

მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის შვილებიც ლონდონსა და პარიზში იგრიალებენ - მევახშეობით და პატიოსანი ხალხისთვის ჩამორთმეული ბინების წართმევით ნაშოვნ მილიონებს დახარჯავენ კლუბებსა და პრესტიჟულ რესტორნებში - ევროპიდან გვიგულშემატკივრებენ!

 

აღარაფერს ვამბობ რუსულ ფულზე გაზრდილ ლЯკა ხოშტერიაზე და მის მსგავს მუტანტებზე, რომლებიც მტვერდაყრილ кгб-ს ფორმას ამოიღებენ სკივრიდან და სიამაყით გვეტყვიან - „моя родина ссср“!️

 

ამ ნაძირლების ჩამოთვლა რომ გავაგრძელო, ძალიან შორს წავალთ, რადგან სამწუხაროდ ძალიან ბევრნი არიან!

 

არ არსებობს ომის მოსურნე ოპოზიციაში 1 ლიდერი მაინც, ვისი შვილიც ჯარში მსახურობდეს, ომში იყოს ნამყოფი ან სამშობლოს დაცვას აპირებდეს!

 

ახლა მე გეტყვით, თუ რა სურთ ამ მოღალატეებს!

 

ომი დაიწყოს, არახამიას მსგავსად იარაღის ვაჭრობაზე მილიონები იშოვონ, პოლიტიკური რევანშის გზით ხელისუფლება დაიბრუნონ, თავიანთი შვილები უცხოეთის ქალაქების პრესტიჟულ  და დაცულ მილიონრების უბნებში გადამალონ, ხოლო ფრონტის წინა ხაზზე ჩვენმა შვილებმა იომონ, ჩვენი ქალაქები, ქუჩები და სახლები დაინგრეს და თავად ხალხის ძარცვისგან ნაშოვნი ბინძური მილიონებით გააგრძელონ უზრუნველი ცხოვრება️!

 

ყოველივეზე, ამ მარაზმზე და მზაკვრობაზე ერთსიტყვიანი პასუხი მაქვს -  ბებიათქვენისამ!“️ - წერს სანდრო ბრეგაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner