logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: აი, ტონი! აი, გონორი! აი, პრეტენზიები! აი, თავხედობა!
- +

8 ივლისი. 2022. 15:24

 

სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „დღის თემის“ წამყვანს დასმული შეკითხვის გამო დაუპირისპირდა. ამ თემაზე ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„აი, ტონი! აი, გონორი! აი, პრეტენზიები! აი, საკუთარ თავზე გადაფსმა! აი, თავხედობა!

 

ეს ის დუპლეტია, რომელსაც 2011 წლის 26 მაისს სისხლით გაჟღენთილ რუსთაველზე ორდენი ჩამოჰკიდეს და იმ ღამეს რა მოხდა, საერთოდ არ აინტერესებდა - შეხედეთ ფოტოს, ყველის ვაჭარივით იკრიჭებოდა!

 

ამ დუპლეტს ასეთი ტონი კი არ უნდა ჰქონდეს, სირცხვილით გარეთ ვერ უნდა გამოდიოდეს. მეტიც, ეს დუპლეტი ბიძინა ივანიშვილს კი არ უნდა ლანძღავდეს, ყოველ დილით სანთელს უნდა უნთებდეს, თავისუფლად რომ დააჭენებს და ყოველ საღამოს ტელევიზორში იბრიქება!

 

ამ 8 ნომერმა დუპლეტმა საჩვენებელი თითი შეიყო, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ჩემი გადასახადებით ფინანსდება, ნება იბოძეთ და წესიერად მოიქეცითო.

 

გაიგონეთ? ჩემი გადასახადებითო!

 

კი მაგრამ, საკანონმდებლო ორგანოში რომ დევს, თვითონ ვისი გადასახადებით ფინანსდება?

 

ევროპა-აშშ-ში „სამოღალატოდ“ რომ დაწანწალებს, თვითონ ვის გადასახადებს ხარჯავს?

 

ქვეყანაში მრავალფეროვან მავნებლობას რომ ეწევა, ამაში ოქროს უზალთუნებს საიდან იღებს?!

 

იცით, ამ დუპლეტთა პარპაში სათავეს საიდან იღებს? ამ დუპლეტებს ჭკუას რომ ვეკითხებით!

 

დიახ, ჭკუას რომ ვეკითხებით!

 

დასვით, საკუთარი ბიოგრაფია დააწერინეთ, ერთ წინადადებაში ცხრა შეცდომას დაუშვებს... მაგის ლაპარაკი გაშიფრეთ, სრული აბსურდი და დემაგოგიაა. ამ აბსურდსა და დემაგოგიას ვისმენთ წლების განმავლობაში და სხვათა შორის, ამ სიმყრალეში ფულს ვიხდით!

 

ახლა კარგად დააკვირდით მეორე ფოტოს, ამ დუპლეტმა პირდაპირ ეთერში ქაღალდის ნაგლეჯი ამოიღო და მოურიდებლად ჩაჰხვინა.

 

აი, ეს გვასწავლის ჭკუას და გვიკითხავს მორალს, ეს ჩემის 1918-იანი!

 

ჩვენ კი ამაში ფულს ვიხდით!

 

არ ვიცი... ამ პატარა ქვეყანას სჭიდება კი საბიუჯეტო, ძვირადღირებული ტელევიზია, სადაც უგუნურთა და ბრიყვთა დოღია?!“ - წერს გელა ზედელაშვილი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner