„გვადანაშაულებენ, თითქოს, ჩვენ არ გვსურს ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივა, ამას სათავისოდ გამოიყენებენ და რეალურად მათი მიზანია ხელისუფლების ცვლილება რევოლუციური გზით,“ - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მან ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების შესახებ ისაუბრა.
„ევროკომისიამ განსაზღვრა 12 პუნქტი. კონკრეტული სამუშაო სფერო. სადაა ცვლილებები გასატარებელი და ჩვენ ვეუბნებით, მზად ვართ, დავსხდეთ და ვიმუშაოთ. ახლა ეს ხალხი, მათი ადრინდელი რიტორიკის შესაბამისად, ნაცვლად იმისა, რომ იჯდეს და მუშაობდეს. პოპულისტურ გზას ირჩევდნენ. მაგრამ ეს პოპულისტური გზაც რომ საბოლოოდ გაშიშვლდება და ჩვენი საზოგადოება კიდევ ერთხელ ნახავს, რომ ამ ხალხს რეალურად, მართლაც მუშაობა კი არა, არამედ რევოლუციური, რადიკალური სცენარები სურდა და ესაა მათი ერთადერთი მიზანი, ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდება. გვადანაშაულებენ, თითქოს, ჩვენ არ გვსურს ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივა, ამას სათავისოდ გამოიყენებენ და რეალურად მათი მიზანია ხელისუფლების ცვლილება რევოლუციური გზით“, - განაცხადა ოხანაშვილმა.