კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად აღდგა.
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 183-ე კილომეტრზე (კალა-უშგული), ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული გზის მონაკვეთზე გაძლიერებული ქვისცვენის გამო, აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.