logo_geo
eng_logo
ალექსი პეტრიაშვილი: თავდამსხმელი მუშაობდა ისე, როგორც გამოცდილი ყასაბი!
- +

8 მარტი. 2016. 22:30



„თავისუფალი დემოკრატების" გენერალური მდივნის ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით,  მის მიმართ განხორციელებული თავდასხმა იყო წინასწარ დაგეგმილი ოპერაცია.


თავდასხმის დეტალებს პეტრიაშვილი გადაცემა „არჩევანში" ექსკლუზიურად ყვება და ამბობს, რომ ეს დაგეგმილი ოპერაცია იყო.  


"ჩემი გადმოსახედიდან თვალთვალის შედეგად იქნა გამოვლენილი ჩემი ადგილსამყოფელი და ეს იყო დაგეგმილი, დაკვეთილი. მე არაფერი არ შემიმჩნევია. ამას ახლა, როგორც დასკვნას, ისე გთავაზობთ და მაქვს ამის გარკვეული საფუძველი იმიტომ, რომ ამის ლოგიკა არის ამაში. ეს იყო, შეიძლება ძალიან კარგად ვერ, მაგრამ წინასწარ დაგეგმილი, დაკვეთილი ოპერაცია ამ სადისტური თავდასხმის. შესაბამისად, ეს უნდა იყოს გამოძიებული,"  -  განაცხადა პეტრიაშვილმა.


მისვე თქმით, „თავდამსხმელი მუშაობდა ისე, როგორც კარგი გამოცდილი ყასაბი".    


 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner