logo_geo
eng_logo
დაჩი ცაგურია: ყოჩაღ არჩილ თალაკვაძე!
- +

19 აგვისტო. 2016. 03:22


„საქართველოს რკინიგზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი დაჩი ცაგურია ცე ჰეპატიტის პროგრამის ამოქმედებისთვის ბიძინა ივანიშვილსა და არჩილ თალაკვაძეს  მადლობას უხდის.



„ესაა უდიდესი საქმე ერის წინაშე! ყოჩაღ არჩილ თალაკვაძე!  ესეთი ბევრი კარგი ადამიანი გვინდა ხელისუფლებაში!

 

მადლობა ვერ გამოხატავს იმას, რასაც ამ პროექტის მონაწილე, თუნდაც მცირედი წვლილის შემტანი ადამიანები იმსახურებენ! რა მაგარი კაცია ჯერ აჩიკო რომ გადაწყვიტა საქართველოში ყველა ცე ჰეპატიტით დაავადებული პატიმარ გადაერჩინა, ეს უმაგრესი იდეა გააცნო ასევე საუკეთესო და უწესიერეს კაცს სოზარ სუბარს, დაიწყეს მუშაობა და სოზარმა მიიყვანა აჩიკო მაშინდელ პრემიერთან ბატონ ბიძინა ივანიშვილთან და იმან ეგრევე დაიჭირა და მთელ ქვეყანაზე აბსოლიტურად ყველა მოქალაქეზე ვისაც ეს უბედურება აწუხებდა დაიწყო ზრუნვა! ყველა ომში ერთად რაც ამ უბედურმა ქვეყანამ გამოიარა სამოქალაქოდან დაწყებული დამთავრებული 2008წლის ტრაგედიით ერთად არ დაღუპულა იმდენი ადამიანი, რამდენიც ამ ვერაგმა დაავადებამ იმსხვერპლა და იმსხვერპლებდა რომ არა ეს მადლიანი და მამულიშვილური პროექტი!

 

თქვენს შთამომავლებს გადაუხდის ეს ქვეყანა ამ უდიდესი საქმისთვის რაც თქვენ გააკეთეთ. ეს იყო გენოციდი რომელიც თქვენ გააჩერეთ და ძალიან დიდი მადლობა თქვენ ამისთვის! #votearchiltalakvadze ისე ამ ბიძინა ივანიშვილმა რამდენი რამისგან გადაგვარჩინა უკვე ვეღარ ვითვლი..."- წერს ცაგურია.



 

 

 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner