logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: სახელმწიფოს სუვერენული უფლებაა, თავად განსაზღვროს საარჩევნო ბარიერი
- +

8 ივლისი. 2022. 17:55

 

„საარჩევნო ბარიერი ვერც ჩვენთვის იქნება სავაჭრო თემა ევროკავშირთან და ვერც ევროკავშირისთვის ჩვენთან. ერთი მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, 12 პუნქტის ნაწილი საერთოდ არ არის ეს საკითხი და ვერც იქნება, რადგან საარჩევნო ბარიერის დადგენა არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება, „- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, ბარიერის დაწევა შესაძლებელი გახდება პოლარიზაციის ხარისხის შემცირების პირობებში.

 

„აქ ევროკავშირს ვერავითარი კერძო ინტერესი ვერ ექნება, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობაში სწორედ 5-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი მოქმედებს. აქედან გამომდინარე, საუბარი ვაჭრობაზე თუ შანტაჟზე, ერთი ან მეორე მხრიდან არის ცარიელი სპეკულაცია. ერთადერთი საუბარია იმაზე, რომ ბარიერის დაწევა შესაძლებელი გახდება პოლარიზაციის ხარისხის შემცირების პირობებში. როცა ჩვენ ასეთ შეთავაზებას ვაკეთებთ – ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, ბუნებრივია, ოპოზიციას საბაბიც კი არ რჩება იმისათვის, რომ არ ჩაერთოს პროცესში და განახორციელოს ევროინტეგრაციის საბოტაჟი, თუმცა აქაც კი, ისინი ახერხებენ საბოტაჟს, პირდაპირ ახორციელებენ ევროინტეგრაციის საბოტაჟს, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს მათ ანტისახელმწიფოებრივ ბუნებაზე, მათ ღრმად ანტისახელმწიფოებრივ ბუნებაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner