„იმისათვის, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ძალიან მარტივ სუბიექტურ ინტერესებამდე დადის ოპოზიცია“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.
„12 პუნქტის განხორციელებას სჭირდება საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა. ჩვენი მხრიდან წარმოდგენილია გეგმა, რომელიც ძალიან დეტალურადაა გაწერილი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებელ სუბიექტებს, კონკრეტულ ვადებს კანონების ინიცირებისა და მიღებისათვის, აქედან გამომდინარე ყველაფერი არის ცხადი. ასეთ დროს ობიექტურად, საბაბიც კი არ რჩება საბოტაჟისთვის, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ - რომ აქაც ახერხებენ (ოპოზიცია) პროცესისა და ევროინტეგრაციის საბოტაჟს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.