logo_geo
eng_logo
ზელენსკი: ბაიდენის უკრაინაში ვიზიტი ძლიერი სიგნალი იქნება, რომ აშშ არა მხოლოდ მხარს უჭერს უკრაინას, არამედ ნამდვილად სჯერა უკრაინის გამარჯვების და რუსეთის არ ეშინია
- +

8 ივლისი. 2022. 18:17

 

 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის უკრაინაში ვიზიტი ძალიან სასურველი იქნებოდა.

 

„ჩვენ ნამდვილად გვსურს, რომ პრეზიდენტი ბაიდენი უკრაინაში ჩამოვიდეს. ის ამის [ჩამოსვლის] მომხრეა, თუმცა, არსებობს უსაფრთხოების გარკვეული საკითხები. მივიჩნევ, რომ ეს [ბაიდენის ვიზიტი], პირველ რიგში, უკრაინელებს დაეხმარება“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტი ძლიერი სიგნალი იქნება, რომ აშშ არა მხოლოდ მხარს უჭერს უკრაინას, არამედ ნამდვილად სჯერა უკრაინის გამარჯვების და რუსეთის არ ეშინია.

 

„მიუხედავად იმისა, რომ რაკეტები მოფრინავენ, ლიდერები ჩამოდიან. პუტინის არ ეშინიათ, რადგან ეს არის ერთი სახელმწიფოს ლიდერი, მსოფლიო კი გაცილებით დიდია“, - განაცხადა უკრაინის ლიდერმა..

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner