logo_geo
eng_logo
ლევან დავითაშვილი: თუ ქვეყანაში არ იქნება პოლიტიკური სტაბილურობა, არ იქნება ნდობა ბიზნესის მხრიდან, ვერანაირ ეკონომიკურ ზრდაზე ვერ ვისაუბრებთ
- +

8 ივლისი. 2022. 19:05

 

 

„პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შეადგენდა თითქმის 600 მილიონ დოლარს, რაც დაახლოებით ოთხჯერ აღემატებოდა მთელი 2021 წლის მონაცემებს. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაზრდილია, დიდწილად, ევროკავშირიდან, რომელზეც მოდის 48%, მაგრამ აშშ და სხვა ძირითადი პარტნიორი ქვეყნებიც საკმაოდ აქტიურები არიან. ეს მიუთითებს იმაზე, რომ მთავრობის პოლიტიკას ენდობა არა მხოლოდ ჩვენი შიდა ბიზნესი, არამედ უცხოელი ინვესტორებიც, „- ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, თუ ჩვენ შევინარჩუნეთ ის დინამიკა, რომელიც წლის დასაწყისიდან გვაქვს, წლის განმავლობაში შეიძლება გვქონდეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა.

 

„ეს იქნება საკმაოდ დიდი მიღწევა, თუმცა არ მინდა, რომ მოვლენებს წინ გავუსწროთ. გარე ფაქტორებიდან გამომდინარე რეგიონში დინამიკა ძალიან ცვალებადია, ამიტომ ამ ეტაპისთვის, 5 თვის მონაცემებით გვაქვს 11,2% ზრდა. ივნისშიც საკმაოდ დადებითი ტენდენცია ნარჩუნდება და მნიშვნელოვანია, რომ ის შევინარჩუნოთ. რა განაპირობებს ამ ტენდენციას? უნდა აღინიშნოს, რომ პირველ რიგში ეს არის ქვეყანაში მშვიდობიანი, სტაბილური გარემოს შენარჩუნება. თუ ქვეყანაში არ იქნება პოლიტიკური სტაბილურობა და მშვიდობა, არ იქნება ნდობა ინვესტორებისა და ბიზნესის მხრიდან, რა თქმა უნდა, ვერანაირ ეკონომიკურ სტაბილურობაზე, განვითარებაზე და ზრდაზე ვერ ვისაუბრებთ. თუმცა ეს ნდობა დღეს საკმაოდ მაღალია და რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს ამ ეკონომიკურ ზრდას. პირველ რიგში, ეს არის გაზრდილი ექსპორტი, გაზრდილი შემოსავლები ტურიზმიდან, გაზრდილი ფულადი გადმორიცხვები და რეკორდულად მაღალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები“, - აღნიშნავს დავითაშვილი.

 

მინისტრის განცახდებით, პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შეადგენდა თითქმის 600 მილიონ დოლარს, რაც დაახლოებით ოთხჯერ აღემატებოდა მთელი 2021 წლის მონაცემებს.

 

„პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაზრდილია, დიდწილად, ევროკავშირიდან, რომელზეც მოდის 48%, მაგრამ აშშ და სხვა ძირითადი პარტნიორი ქვეყნებიც საკმაოდ აქტიურები არიან. ეს მიუთითებს იმაზე, რომ მთავრობის პოლიტიკას ენდობა არა მხოლოდ ჩვენი შიდა ბიზნესი, არამედ უცხოელი ინვესტორებიც. შესაბამისად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შევინარჩუნოთ სტაბილური პოლიტიკური გარემო და სტაბილური ეკონომიკური გარემო“, - განაცხადა დავითაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner