„მოსკოვის საბჭოს დეპუტატს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების გაკრიტიკების გამო სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა”, - ამის შესახებ BBC იუწყება.
60 წლის ალექსეი გორინოვი აპრილში ომის საჯაროდ დაგმობის შემდეგ დააკავეს.
რუსეთში მიღებული ახალი კანონის მიხედვით, მას, ვინც სამხედროების შესახებ „ყალბ ამბებს“ ავრცელებს, 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
გარდა ამისა, რუსებს უკრაინაში არსებული ვითარებისთვის სიტყვა ომის გამოყენებაც ეკრძალებათ. რუსებს ეკრძალებათ სიტყვა ომის გამოყენება შემოჭრის აღსაწერად.
გორინოვის სასჯელი ახალი კანონის მიხედვით პირველი პატიმრობაა. აქამდე მოსამართლეები მოქალაქეებს მხოლოდ პირობით სასჯელს ან ჯარიმას უსჯიდნენ.
მოსამართლე ოლესია მენდელეევამ დაადგინა, რომ გორინოვმა დანაშაული „პოლიტიკური სიძულვილის საფუძველზე“ ჩაიდინა და რუსები „შეცდომაში“ შეიყვანა.
მოსკოვის სასამართლოს სხდომაზე გორინოვს ხელში ფურცელი ეჭირა, რომელზედაც კალმით იყო დაწერილი: კიდევ გჭირდებათ ეს ომი?