logo_geo
eng_logo
გია მაისაშვილი: კუს ტბის კაფე- lake view bar & Lounge-მა საქველმოქმედო კონცერტიდან 5000 ლარი მოგვპარა!
- +

19 აგვისტო. 2016. 03:47


გია მაისაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს:



„ჩემო ძვირფასებო, მოგვიანებით გაცნობებთ იმ დრამატული მოვლენების შესახებ, რაც ჩემს ირგვლივ აქ, ჰიუსტონში ხდება. ახლა კი მხოლოდ ერთი რამ მინდა შეგატყობინოთ. ბევრი მტკიცების გარეშე ვიტყვი და უფალმა იცის, არაფრის თხოვნა არ ვიცი და არავისთვის არაფერი არ მითხოვია. ეს ჩემი დახმარების იდეა იყო მთლიანად ლაშა შენგელიას იდეა, რომლის გამო დიდად მადლობელი ვარ, მაგრამ იყო უაღრესად დამთგრუნველი.

 

გაოგნებული ვარ ძირითადად უკიდურესად შეჭირვებული და უცნობი ადამიანების სიყვარულითა და ხელგაშლილობით. ჩვენი საყვარელი მომღერლების გულით. ამიტომაა, რომ ქვეცნობიერად მეც ჩემსავით ეს უბრალო ხალხი მყვარებია ასე მოჭარბებით. ამ დახმარების კამპანიაში არცერთი შეძლებული არ ჩართულა. ნანული ბურჯანაძემ, ხარაგაულელი ექიმმა, უკეთილშობილესმა ქალბატონმა, რომელსაც არ შევხვედრივარ, გადარიცხა 1000 ლარი, რომელიც საკუთარ ოჯახს როგორ სჭირდება და ის კი თავისი მოყვასისთვის იღვწის.

 

 თემურ ქურხული 500 ლარი, პაატა დავაძე, რატი სამყურაშვილი 500 ევრო, „ტექნო ბუმი“, „ტოიოტა ცენტრი“, პაატა დავაძე, პაატა აროშიძე 1000 ლარი, ზურა ძიძიგური 2000 ლარი, დავით ინჯია 1000 ლარი, ვინმე არ გამომრჩეს, ლერი ტყებუჩავა, მრავალი 5 ლარის გადამრიცხავი, 30 ლარის და ასე შემდეგ. სულ შეგროვდა 6 ათასი დაახლოებითრომელმაც მოგვცა აქ სწრაფად გადმოფრენის საშუალება ოჯახს. ეს კი სასიციცხლო აღმოჩნდა.

 

ერთი სული მაქვს, კარგად რომ გავხდები, პირადად შეგხვდეთ, გადაგეხვიოთ და მადლობა გითხრათ. ბევრი ადამიანი შეიძლება გამომრჩა კოდეც. ეს არ არის სრული სია. ბოლოს კი გეტყვით - ასე გაჭირვებულებს კუს ტბის კაფე lake view bar & Lounge-მა საქველმოქმედო კონცერტიდან 5000 ლარი მოგვპარა უტიფრად ამ გაჭირვებულ ხალს. იჯარის ამხელა თანხა გამოგვართვა. როგორ ცხოვრობს ასეთი ხალხი? თავიანთი შვილების მაინც არ ცხვენიათ? ჩემთვის ფული კი არა, ხომ ხედავთ, მხოლოდ მგზავრობის ფული შეგროვდა, მთავარი ჩემი უბრალო ხალხის ალალი სიყვარული იყო, ფრთების შემსხმელი, ღმერთმა თქვენი ოჯახი ააშენოს და გააძლიეროს, მადლობა.

 

 გთხოვთ, შეწყვიტეთ ფულის გადარიცხვა,  უზომო მადლობა..."- წერს მაისაშვილი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner