რუსეთის დუმის დეპუტატი ყაზბეკ ტაისაევი აცხადებს, რომ საქართველოსთან სავიზო რეჟიმი შესაძლოა, მალე გაუქმდეს.
მისი თქმით, უამრავი ქართველი რუსეთის უნივერსიტეტებში სასწავლებლად ჩადის, ამიტომ სავიზო რეჟიმის გამარტივება საჭიროა.
„ვფიქრობ, დროა გავაუქმოთ სავიზო რეჟიმი და აღვადგინოთ საჰაერო მიმოსვლა, რადგან ქართველების პრობლემები ამ თემასთან დაკავშირებით ანელებს ჩვენს ურთიერთობას. ჩვენ ყველა ღონეს გავიღებთ, რომ ამ წელს სავიზო რეჟიმი გავაუქმოთ ან გავამარტივოთ“, - განაცხადა ტაისაევმა.
ცნობისთვის, რუსეთმა საქართველოს უვიზო მიმოსვლა 2001 წელს გაუუქმა.