logo_geo
eng_logo
გერმანიამ ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა
- +

8 ივლისი. 2022. 20:53

 

 

გერმანიამ ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მედიაში­ ვრცელდება.

 

Reuters-ის ცნობით, გერმანიის პარლამენტმა, ორივე სკანდინავიური ქვეყნის სამხედრო ალიანსში გაწევრიანების ოქმს მხარი დაუჭირა.

 

„ეს NATO-ს ყველა წევრისა და ევროპისთვის მეტ უსაფრთხოებას ქმნის", - წერს აღნიშნულთან დაკავშირებით გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი "ტვიტერის" გვერდზე.

 

ცნობისთვის, მადრიდში გამართულ NATO-ს სამიტზე NATO-ს წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ფინეთი და შვედეთი ალიანსში გასაწევრიანებლად ოფიციალურად მოიწვიონ. ქვეყნების NATO-ში გასაწევრიანებლად წევრი ქვეყნების 30-მა პარლამენტმა მათი წევრობის დოკუმენტის რატიფიცირება უნდა მოახდინოს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner