ავტორი თეონა რამაზაშვილი
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა „არჩევანში" მასთან დაკავშირებულ საკანდალურ შეკითხვებს უპასუხა.
რატომ შეიწყალა ნარკოტიკებზე გასამართლებული ცოლისძმა; რატომ არ ხსნიდა გრიფით საიდუმლოს ექსპრეზიდენტ სააკაშვილს ხარჯებს; რას ურჩევს იმ ადამიანებს, რომლებიც „ნაციონალებთან" და სააკაშვილთან მის შესაძლო კავშირზე კითხვის ნიშნებს სვამენ- ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე გადაცემაში „არჩევანი" ქვეყნის პირველი პირი გიორგი მარგველაშვილი საუბრობს.
როგორც ჩანს პრეზიდენტი მის სუბიექტურ დამოკიდებულებას კანონთან მიმართებაში არ მალავს, „ჭრის და კერავს როგორც თავად სურს..."
რუსთაველის გამზრიზე მოკლული, 23 წლის ზურა ტარყაშვილის საქმესთან დაკავშირებით, სადაც პრეზიდენტის სიძის სახელი ფიგურირებს, მარგველაშვილი აღნიშნავს, რომ 2008 წელს მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების პირობებში, როდესაც იგი ოპოზიციაში იყო, შეუძლებელია მას მოეძებნა რაიმე სახის ბერკეტი, რათა ვინმესთვის მაშინ მფარველობა გაეწია.
„გახსოვთ მე რა პოზიცია მქონდა „ნაციონალური მოძრაობის" დროს? მე ვიყავი ოპოზიციაში. მეკავა რამე თანამდებობა? თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ ოპოზიციაში მყოფი ადამიანი, რომელსაც არანაირი თანამდებობა არ უკავია და თან არის ძალიან აქტიური კრიტიკოსი „ნაციონალური მოძრაობის", წარმოგიდგენით, რომ მე მქონდა რაიმე სახის ბერკეტები მაშინ, პროკურატურაზე, რომ ვინმეს მფარველობა განმეხორციელებინა?
ის, რაზეც ქალბატონი საუბრობს, ეს ხომ „ნაციონალური მოძრაობის" დროს ხდებოდა. მე შემიძლია გითხრათ, რომ ეს დანაშაული გამოძიებულია და ა.შ. იქ იყვნენ კონკრეტული პირები, რომლებიც ამის გამო დაისაჯნენ. იმედია ამ თემას არ გავარჩევთ, რადგან საქმე ეხება კონკრეტული ოჯახების ტრაგედიებს. იქ აბსოლუტურად არაფერში არ მონაწილოებდა ჩემი სიძე, მაგრამ ამასაც რომ თავი დავანებოთ, თუ გახსოვთ ჩემი პოზიცია, რანაირად წარმოგიდგენითათ, რომ მე მე „ნაციონალური მოძრაობის" დროს მქონოდა დამნაშავის მფარველობის შესაძლებლობა?"- განაცხადა მარგველაშვილმა და აღნიშნა, რომ ტარყაშვილის საქმესთან დაკავშირებით ბრალდებებზე პასუხის გაცემას ყოველთვის თავს არიდებდა, რადგან ეს ძალიან დელიკატური საკითხია.
„ბუნებრივია არ გავცემდი პასუხს, რადგან მე არ მინდა ვეკამათო ქალბატნს, რომელმაც ასეთი ტრაგედია გადაიტანა. ნათელი იყო, რომ მთელი ეს პროცესი კვალიფიციური ჟურნალისტიკის სტანდარტებს მიღმა არის."- განაცხადა პრეზიდენტმა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ მისი მეუღლის ძმა, რომელიც ნარკოტიკების მოხმარებაზე იყო დაკავებული, მართლაც შეიწყალა.
„მეც და შეწყალების კომისიამაც ძალიან მაღალი სტანდარტი დავიჭირეთ, ამ ბრალდებებსაც არ ვუპასუხეთ და ასე მივიღეთ ეს ლანძღვა და შეურაცხყოფა. იმ ადამიანს, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, მას გააჩნია თავისი უფლებები და ეს არასდროს მედიაში არ გაგვირჩევია.
რაც შეეხება ცოლის ძმის თემას, კი ბატონო, მე მიმაჩნდა, რომ მას ჰქონდა საფუძველი ყოფილიყო შეწყალებული"- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.