ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.
„რეფორმების პარტიამ“, „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ და პარტია „სამშობლომ“ კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაზე თითქმის ერთთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ შეთანხმებას მიაღწიეს. უახლოეს დღეებში სამინისტროების განაწილების პროცესი დაიწყება.
თავისი გადაწყვეტილება კაია კალასმა ახალი მთავრობის ჩამოყალიბების აუცილებლობით ახსნა. მანამდე ქვეყნის პრეზიდენტმა ალარ კარისმა განაცხადა, რომ კოალიციის შექმნის შემდეგ პრემიერ-მინისტრის პოსტზე კვლავ კაია კალასს წარადგენს.