რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა ლიეტუვას კალინინგრადის საკითხთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ დაემუქრა.
მისი თქმით, თუ ტრანზიტის საკითხი არ მოგვარდება, მოსკოვი საპასუხო ზომებს მიიღებს.
„ჩვენ ვაგრძელებთ დიალოგს ევროკომისიასთან და ლიეტუვასთან. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს საკითხი უახლოეს მომავალში უნდა გადაწყდეს. მოსკოვი ელის, რომ ბრიუსელი და ვილნიუსი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რაც უზრუნველყოფს შეუფერხებელ ტრანზიტს კალინინგრადის ოლქში.
ჩვენ ევროკომისიას უსასრულოდ არ დაველოდებით. რუსეთი მიიღებს მკაცრ ზომებს ლიეტუვისა და ევროკავშირის წინააღმდეგ, რადგან ჩვენი ეკონომიკური პარტნიორები უკვე განიცდიან ზარალს ლიეტუვის ცალმხრივად დაწესებული უკანონო შემაკავებელი ზომების გამო“, - განაცხადა ზახაროვამ.