ანგოლას მეორე პრეზიდენტი, ჟოზე ედუარდუ დუშ სანტუში გარდაიცვალა, რომელიც ქვეყანას 38 წელი მართავდა. ამის შესახებ BBC წერს.
ექს-პრეზიდენტი 79 წლის ასაკში, ესპანეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც ინფარქტის შემდეგ მკურნალობის კურსს გადიოდა.
დუშ სანტუშიმა აზერბაიჯანის ნავთობისა და ქიმიის ინსტიტუტი დაამთავრა. იქ ის სტუდენტების ჯგუფის წევრი გახდა, რომელიც ანგოლას პორტუგალიური კოლონიალიზმისგან გათავისუფლების მოძრაობასთან იყო დაკავშირებული.
იქვე მომავალი პრეზიდენტი რუს ტატიანა კუკანოვას შეხვდა, რომელზეც შემდეგ იქორწინა. 1979 წელს, 37 წლის სანტუში დამოუკიდებელი ანგოლას მეორე პრეზიდენტი გახდა.