logo_geo
eng_logo
გიორგი ხანიშვილი მეთხილე ფერმერებს შეხვდა
- +

9 ივლისი. 2022. 12:32

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროს ზურაბ ჩეკურაშვილთან ერთად, სამეგრელოს რეგიონში მეთხილე ფერმერებს შეხვდა.

სოფელ ინგირში, გიორგი ხანიშვილმა თხილის მწარმოებელთა ასოციაციის წევრი ფერმერების ბაღები დაათვალიერა და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

აუცილებელია, გამოვიყენოთ უნალექო პერიოდი და ის პრობლემა, რომელიც შექმნა გადაუღებელმა წვიმებმა, აღმოვფხვრათ აქტიური წამლობებით. რეკომენდაციებს გასცემს როგორც საკონსულტაციო ცენტრები, ასევე სურსათის ეროვნული სააგენტო და თხილის მწარმოებელთა ასოციაცია. ვფიქრობ, რომ სწორედ ამ რჩევების გათვალისწინება, რეკომენდებული სამი წამლობა, მათ შორის, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ, ნამდვილად მოგვცემს საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ ხარისხიანი მოსავალი და საექსპორტო პოტენციალი“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

როგორც ფერმერებმა აღნიშნეს, უამინდობით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, უკვე განაახლეს ფართობების დამუშავება სპეციალისტების მიერ დადგენილი სქემით, რაშიც მათ აგროკონსულტანტები უწევენ დახმარებას; ხელმისაწვდომია შესაწამლი აპარატებიც, რომელიც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თხილის მწარმოებელთა ასოციაციას გადასცა.

გიორგი ხანიშვილი სახელმწიფო რწმუნებულს სამეგრელოს რეგიონში გიორგი გუგუჩიას და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებსაც შეხვდა. შეხვედრაზე ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებსა და არსებული გამოწვევების შესახებ იმსჯელეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის, ზურაბ ჩეკურაშვილის განცხადებით, სააგენტოს მიერ ტარდება ყველა ღონისძიება იმისათვის, რომ მავნებლის რაოდენობა მინიმუმამდე შემცირდეს. ხაზგასმით აღინიშნა მოსახლეობასთან კომუნიკაციისა და ინფორმირების პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობის მნიშვნელობა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner