logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: არის ბევრი საეჭვო ფაქტორი, რაც მიანიშნებს მაღალი დონის კოორდინაციაზე, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს არეულობას და ეს არეულობა, თავისთავად, ომს
- +

9 ივლისი. 2022. 12:36

,,არის რაღაცეები რაზეც საჯაროდ ვერ ვიმსჯელებთ, მათ შორის, მსჯელობის დონეზეც გაგვიჭირდება საუბარი იმიტომ, რომ ბევრ უხერხულობას შეიცავს. არის, რა თქმა უნდა, ბევრი საეჭვო ფაქტორი, რაც მიანიშნებს, მაღალი დონის კოორდინაციაზე და ინტერესზე, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს არეულობას და ეს არეულობა, თავისთავად, ომს,’’ - განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ POSTV-ის ეთერში.

როგორც კობახიძემ განაცხადა, ის, რომ საქართველოში ჩამოსული იყო აკერმანი და ბაკურიანში რევოლუციას გეგმავდა, შემდეგ, გიორგი ვაშაძემ სტრატეგიულ პარტნიორს ღიად დაადო ხელი, ეს ფაქტები გარკვეულ ეჭვებს იწვევს.

,,ის, რომ აკერმანი იყო ჩამოსული საქართველოში, მოწმენდილ ცაზე, და რევოლუციას გეგმავდა, აბსოლუტურად გაუგებარია. ანუ, რაღაც სამომავლო მომენტზე იყო გათვლა. შემდეგ, ამაზე ღიად საუბრობდა გიორგი ვაშაძე. მან პირდაპირ ხელი დაადო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, - ,,ვაშინგტონიდან გეუბნებითო შეხვედრიდან გამოსული, რომ რიგგარეშე არჩევნები აუცილებლად იქნებაო.’’ ანუ, ბრალი დასდო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს ჩარევაში. ამაზე უხეში ბრალდება მე არ ვიცი და ამას, რა თქმა უნდა, პასუხის გაცემა სჭირდება,’’ - განაცხადა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner