,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია POSTV-ის ეთერში მიხეილ სააკაშვილის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ სასჯელი კანონის შესაბამისად უნდა იყოს მოხდილი.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, სააკაშვილთან მიმართებაში არსებობს რისკები და ამიტომ, აუცილებელია გათვალისწინებული იყოს სახელმწიფოს ინტერესი.
,,არის შეფარდებული სასჯელი და ეს სასჯელი კანონის შესაბამისად უნდა იყოს ბოლომდე მოხდილი. ეს არის ძალიან პრინციპული პოზიცია და დაკავშირებულია პირდაპირ სახელმწიფო ინტერესებთან. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ არსებობს ასეთი ცნება სისხლის სამართალში - საზოგადოებრივად საშიში. ამ ადამიანთან პირდაპირ არის დაკავშირებული რისკები, მათ შორის, პოლარიზაციის გაღრმავების, გაორმაგების, ანუ ამის პოტენციალი არსებობს და ასეთ დროს, პირველ რიგში, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ქვეყანას. ამიტომ, არის ჩვენი პოზიცია პრინციპული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.