logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი მუსლიმ თანამოქალაქეებს ყურბან-ბაირამს ულოცავს
- +

9 ივლისი. 2022. 13:46

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მუსლიმ თანამოქალაქეებს ყურბან-ბაირამს ულოცავს.

ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს ვულოცავ ყურბან ბაირამის დღესასწაულს.

ვუერთდები თქვენს სიხარულს და თქვენთან ერთად ვზეიმობ ამ ძვირფას დღეს. მინდა, ვუსურვო მშვიდობა და კეთილდღეობა, გაძლიერება და გამთლიანება ჩვენს ქვეყანას და სიხარული და სიყვარული თქვენს ოჯახებს“, - წერს პაპუაშვილი.

ყურბან-ბაირამი მუსლიმურ სამყაროში ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია. ამ დღეს მორწმუნეები ღმერთს ოთხფეხა შინაურ ცხოველს სწირავენ, ხორცის ნაწილს კი მეზობლებსა და უპოვრებს უნაწილებენ. სადღესასწაულო სუფრისთვის უხვად ამზადებენ ტკბილეულსაც, მათ შორის ჰალვას. ასევე, მოინახულებენ წინაპართა საფლავებს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner