logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ვუსამძიმრებ იაპონელ ხალხს, სინძო აბე თავისი ქვეყნის გამორჩეული ლიდერი იყო
- +

9 ივლისი. 2022. 13:48

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, სინძო აბეს გარდაცვალების გამო იაპონელ ხალხს უსამძიმრებს.

ვუსამძიმრებ იაპონელ ხალხს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, სინძო აბეს გარდაცვალების გამო. სინძო აბე, რომელიც იაპონიის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ვადით იკავებდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, თავისი ქვეყნის გამორჩეული ლიდერი იყო“, - წერს ირაკლი კობახიძე.

იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც წინაასარჩეევნო მიტინგზე შეიარაღებულმა კაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრა, გარდაიცვალა.

67 წლის სინძო აბეს ქალაქ ნარაში 41 წლის კაცმა ზურგში ესროლა. პოლიციამ ის შემთხვევის ადგილზე დააკავა. ეჭვმიტანილს სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.

67 წლის სინძო აბე თანამდებობიდან 2020 წელს გადადგა, თუმცა მმართველ ლიბერალურ-დემოკრატიულ პარტიაში ამ დრომდე გავლენიან ფიგურად რჩებოდა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner