logo_geo
eng_logo
ედიშერ გვენეტაძე: დამთავრდეს ეს დაძაბული პერიოდი და ვნახავთ ძალიან საინტერესო პროცესებს, მხედველობაში მაქვს ლიაკა ხოშტარიას მსგავსი „პუტინის მოწინააღმდეგე" რუსულ რუბლებზე მჯდარი პოლიტიკოსების პოლიტთავების გაგორება
- +

9 ივლისი. 2022. 17:02

გონივრული ეჭვია იმის, რომ უკრაინის ხელისუფლებაში მოკალათებული პოლიტშარლატანები დიდ მაქინაციებშია გახვეული აი იმ პუტინის რუსეთთან, რომელსაც ვითომდაც ებრძვიან სინამდვილეში კი, როგორც ირკვევა კრემლთან ჩახუტებულ-ჩამარყუჟებულნი არიან! - წერს ედიშერ გვენეტაძე კონგრესმენი ვიქტორია სპარცის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისთვის გაგზავნილ წერილის შესახებ.

როგორც გვენეტაძე წერს, წინ დიდი სანახაობები გველოდება.

,,დამთავრდეს ეს დაძაბული პერიოდი და ვნახავთ ძალიან საინტერესო პროცესებს! მხედველობაში მაქვს ლიაკა ხოშტარიას მსგავსი „პუტინის მოწინააღმდეგე“ რუსულ რუბლებზე მჯდარი პოლიტიკოსების პოლიტთავების გაგორება! უდიდესი გონივრული ეჭვია იმის, რომ უკრაინის ხელისუფლებაში მოკალათებული პოლიტშარლატანები დიდ მაქინაციებშია გახვეული აი იმ პუტინის რუსეთთან, რომელსაც ვითომდაც ებრძვიან სინამდვილეში კი, როგორც ირკვევა, კრემლთან ჩახუტებულ-ჩამარყუჟებულნი არიან! და უდიდეს „მაყუთებს“ ღუნავენ!

აი, აქვე ნახეთ აქაური და იქაური ნაცების სათაყვანო ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის დიდად „პატივცემული“ ერმაკის ოდისეა! ეჭვგარეშეა ამ აფერისტებთან მჭიდრო კავშირში იმყოფებიან აქედან გადახვეწილი აფერისტგაქნილები: მერაბიშვილები, ლორთქიფანიძეები, ადეიშვილები, რომელთაც ისე სტკივათ უკრაინა, როგორც მე აცტეკების ტომები!

ამათი იქ ყოფნის მთავარი ამოცანაა იქ არსებული მათივე ბიზნესების დაცვა და ახალა შემოსული თანხების ჯიბეებში ჩაცინცილება! ნათქვამია: „არაფერი არა არს დაფარული, რომელიც არ გაცხადდებისო!“ ამიტომაც ძალიან დიდი სანახაობები გვევლინება წინ, ძალიან დიდი! მოიმზადეთ პოპკორნი!” - წერს გვენეტაძე.

კონგრესმენმა ვიქტორია სპარცმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს წერილი გაუგზავნა, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსთან, ანდრეი ერმაკთან დაკავშირებული ზედამხედველობის პროცედურების შესახებ ინფორმაციის მიღება მოითხოვა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner