logo_geo
eng_logo
ენტონი ბლინკენი: პეკინის მოსკოვთან დაახლოება შემაშფოთებელია, ჩინეთი ნეიტრალურად არ მოქმედებს
- +

9 ივლისი. 2022. 19:44

 

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ბალიში, დიდი ოცეულის სამიტზე რუსეთის აგრესიასა და პეკინის მოსკოვთან დაახლოების საფრთხეზე ისაუბრა.

 

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, აშშ-ს არ სჯერა ჩინეთის ნეიტრალურობის.

 

„ჩვენ ჩინეთის რუსეთთან დაახლოების საკითხი გვაშფოთებს. არ ვთვლი, რომ ჩინეთი ამ შემთხვევაში ნეიტრალურად მოქმედებს“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

 

ბლინკენმა აღნიშნა, რომ მოკავშირეები ვერ ხედავენ ნიშნებს, რომ ამ მომენტისთვის რუსეთი მნიშვნელოვან დიპლომატიურ მოლაპარაკებებში ჩართვისთვის მზად არის.

 

მისი თქმით, რუსული აგრესია არამხოლოდ უკრაინის, არამედ მსოფლიო წესრიგის ძირითადი პრინციპების წინააღმდეგაა მიმართული.

 

„ჩვენ უახლოეს დღეებში ვნახავთ იმას, თუ რამდენად სწორად გაიგებს მოსკოვი დიდი ოცეულის სამიტზე მოკავშირეებისგან გაგზავნილ მესიჯს“, - დასძინა ენტონი ბლინკენმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner