logo_geo
eng_logo
მოლდოვაში ევროკავშირის ელჩის განცხადებით, ევროკავშირი არ აპირებს მოლდოვას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღება მოსთხოვოს
- +

9 ივლისი. 2022. 20:07

 

 

ევროკავშირი არ აპირებს მოლდოვას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღება მოსთხოვოს. ამის შესახებ მოლდოვაში ევროკავშირის ელჩმა იანის მაჟეიქსმა განაცხადა.

 

მისი განმარტებით, მართალია ევროკავშირში წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას მოეთხოვება, რომ თანდათან იგივენაირი საგარეო პოლიტიკა გაატაროს, როგორსაც ორგანიზაცია ატარებს, მაგრამ მოლდოვას თავისი სპეციფიკური მდგომარეობა აქვს. დიპლომატმა ასევე დააზუსტა, რომ საუბარი ეხება შეზღუდვებს, რომლებიც რუსეთის ფედერაციას უკრაინაში შეჭრის გამო უწესდება, არა ანტირუსულ სანქციებს. მისი თქმით, ევროკავშირს არ აქვს პირობები მოლდოვასთან ამ მიმართულებით.

 

„ევროკავშირი არ მოითხოვს. ჩვენ გვესმის, რომ მოლდოვას თავისი სპეციფიკური მდგომარეობა აქვს, და ყოველთვის არ იყო შესაძლებელი ამა თუ იმ ნაბიჯებთან შეერთება. კანდიდატი ქვეყნებისგან ველით, რომ ისინი თანდათან დაუახლოვებენ თავის საგარეო პოლიტიკას ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას, თუმცა მოლდოვის შემთხვევაში ცალსახა მოთხოვნები არ არსებობს, თუმცა მოხარულები ვიქნებით დავინახოთ, რომ მოლდოვა უერთდება ამა თუ იმ სანქციებს“,- განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner