logo_geo
eng_logo
რუსთავში „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის რეგიონული კონფერენცია გაიმართა
- +

9 ივლისი. 2022. 21:53

 

 

„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის რეგიონული კონფერენციები გრძელდება. ქვემო ქართლის რეგიონული კონფერენცია დღეს რუსთავში გაიმართა. ქალთა ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა ორგანიზაციის მიზნებზე ისაუბრა და კონფერენციის მონაწილეებს ქვემო ქართლის რეგიონული საბჭოს ხელმძღვანელი და შემადგენლობა წარუდგინა.

 

გაკეთდა თემატური მოხსენებები. კონფერენციაში მონაწილეობდნენ ქალთა ორგანიზაციის პოლიტიკური მდივანი, ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, გამგეობის წევრები - რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ნინო ვარდოსანიძე, ბაია კვიციანი, ნაირა მარშანია, ირმა ზავრადაშვილი, ნინო იობაშვილი, თამარ ტალიაშვილი, ხატია წილოსანი.

 

„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის რეგიონული კონფერენციები უკვე ჩატარდა შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში, კახეთში, იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, აჭარასა და გურიაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner