logo_geo
eng_logo
შრი-ლანკის პრეზიდენტი თანამდებობას 13 ივლისს დატოვებს
- +

9 ივლისი. 2022. 22:09

 

 

შრი-ლანკის პრეზიდენტი გოტაბაია რაჯაპაქსა თანამდებობას 13 ივლისს დატოვებს. BBC-ის ცნობით, რაჯაპაქსამ თანამდებობის დატოვების შესახებ პარლამენტის სპიკერს შეატყობინა.

 

შრი-ლანკის პრეზიდენტმა გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მას მერე მიიღო, რაც ქვეყანაში მასობრივი პროტესტი დაიწყო.

 

შრი-ლანკა უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისს განიცდის - ივნისში ინფლაციამ 54%-ს გადააჭარბა, ქვეყანას პრობლემები შეექმნა საკვების, მედიკამენტებისა და საწვავის იმპორტის კუთხით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner