შრი-ლანკის პრეზიდენტი გოტაბაია რაჯაპაქსა თანამდებობას 13 ივლისს დატოვებს. BBC-ის ცნობით, რაჯაპაქსამ თანამდებობის დატოვების შესახებ პარლამენტის სპიკერს შეატყობინა.
შრი-ლანკის პრეზიდენტმა გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მას მერე მიიღო, რაც ქვეყანაში მასობრივი პროტესტი დაიწყო.
შრი-ლანკა უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისს განიცდის - ივნისში ინფლაციამ 54%-ს გადააჭარბა, ქვეყანას პრობლემები შეექმნა საკვების, მედიკამენტებისა და საწვავის იმპორტის კუთხით.