logo_geo
eng_logo
დიმიტრი ლორთქიფანიძე: რატომ არ მოხდა ქორწინების საკითხის იმპლემენტაცია, როდესაც ინიციატივა ირაკლი ღარიბაშვილმა დააყენა?!
- +

8 მარტი. 2016. 22:50



უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით „რესპუბლიკურ პარტიას" უმცირესობების დაცვა და ერთსქესიანთა ქორწინების საკითხი ერთ-ერთი მთავარ პრიორიტეტად აქვს გაცხადებული.


ამის შესახებ ლორთქიფანიძემ გადაცემა 2030-ში განაცხადა:     


„ლიბერალური ინტერნაციონალის კუთვნილ პოლიტიკურ სუბიექტებს, პირველ რიგში რესპუბლიკურ პარტიას, ერთსქესიანთა ქორწინების საკითხი, როგორც უმცირესობათა უფლების დაცვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, გაცხადებულ მიზნად აქვს აღიარებული. რატომ არ მოხდა ქორწინების საკითხის იმპლემენტაცია მაშინ, როცა ინიციატივა ჯერ კიდევ ირაკლი ღარიბაშვილმა დააყენა?! რატომ არ დაუჭირა მხარი უმრავლესობამ და რატომ წამოიწია საკითხი დღეს?! იმიტომ ხომ არა, რომ ევროპული ინსტიტუტები ქართული მხარისგან, ლგბტ თემის მიმართ სხვადასხვა ინსტრუმენტების ამოქმედებას უკვე მკაცრად ითხოვენ?!

თუ ხელისუფლება პატიოსნად ცდილობს, საზოგადოებრივი ინტერესი დააკმაყოფილოს და სამოქალაქო კოდექსში მოცემული დეფინიცია კონსტიტუციაში ასახოს, იმედია, ცოტა ხანში ამის კონპენსაციად ერთსქესიანთა პარტნიორული ურთიერთობების დაკანონებას არ ვიხილავთ. ამის თქმის საშუალებას მაძლევს უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის განცხადება, რომ ერთსქესიანთა პარტნიორული ურთიერთობები, ალბათ, მისაღები იქნებოდა. იმედი მაქვს, ეს საკითხი ერთი პირის მოსაზრებას არ გასცდება და "ქართული ოცნების" მომავალ პოლიტსაბჭოზე არ აისახება." - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner