logo_geo
eng_logo
თურქეთს ევროკავშირში გაწევრიანება 2023 წლამდე სურს
- +

19 აგვისტო. 2016. 11:08



ევროკავშირში თურქეთის ელჩმა სელიმ ენელმა გერმანულ გამოცემა „Die Welt"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ თურქეთს ევროკავშირში გაწევრიანება 2023 წლამდე სურს.

მისი თქმით, სამხედრო გადატრიალების მცდელობის გამო შექმნილი სირთულეების მიუხედავად, მოლაპარაკებები მხარეებს შორის სწორი გზით მიმდინარეობს.

ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირს თურქეთის მოქალაქეებისთვის ვიზა-ლიბერალიზაცია აქამდე უნდა დაეწესებინა. 

სელიმ ენელის თქმით, თუ თურქეთი უვიზო რეჟიმს არ მიიღებს, ის სირიიდან ლტოლვილების მიღებაზე უარს იტყვის. 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner