აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ჩინეთი უკრაინაში რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით ნეიტრალიტეტს არ იცავს, ვინაიდან პეკინმა მხარი დაუჭირა რუსეთს გაეროში და „გააძლიერა პრორუსული პროპაგანდა“.
ბლინკენის განცხადებით, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ხუთსაათიანი შეხვედრის ერთ-ერთი საკითხი უკრაინაში მიმდინარე ომი და რუსული აგრესია იყო.
„არ მიმაჩნია, რომ ჩინეთი ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს. ვუთხარი ჩემს ჩინელ კოლეგას, რომ შეშფოთებულები ვართ ჩინეთის მიერ რუსეთისთვის დახმარების გაწევით“, - აცხადებს ბლინკენი.