logo_geo
eng_logo
ენტონი ბლინკენი: არ მიმაჩნია, რომ ჩინეთი უკრაინაში რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს
- +

9 ივლისი. 2022. 23:35

 

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ჩინეთი უკრაინაში რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით ნეიტრალიტეტს არ იცავს, ვინაიდან პეკინმა მხარი დაუჭირა რუსეთს გაეროში და „გააძლიერა პრორუსული პროპაგანდა“.

 

ბლინკენის განცხადებით, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ხუთსაათიანი შეხვედრის ერთ-ერთი საკითხი უკრაინაში მიმდინარე ომი და რუსული აგრესია იყო.

 

„არ მიმაჩნია, რომ ჩინეთი ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს. ვუთხარი ჩემს ჩინელ კოლეგას, რომ შეშფოთებულები ვართ ჩინეთის მიერ რუსეთისთვის დახმარების გაწევით“, - აცხადებს ბლინკენი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner