logo_geo
eng_logo
უბედური შემთხვევა ზუგდიდში - გავრცელებული ინფორმაციით, 18 წლის ბიჭი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა
- +

10 ივლისი. 2022. 00:35

 

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ კოკში უბედური შემთხვევა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 18 წლის ბიჭს დენმა დაარტყა და გარდაიცვალა.

 

წინასწარი ინფორმაციით, 18 წლის აბიტურიენტი ალექსი ბუაძე ელექტრო ბოძზე ავიდა და მას სავარაუდოდ, დენმა დაარტყა.

 

შემთხვევის დროს ადგილზე მყოფი პირები ამბობენ, რომ ბიჭმა ხმამაღლა დაიყვირა და ძირს დაეცა.

 

მომხდარის შესახებ სხვა დამატებითი  დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. შემთხვევის ადგილზე კრიმინალური პოლიცია მუშაობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner