logo_geo
eng_logo
კონგრესმენი ვიქტორია სპარცი ზელენსკის ერმაკთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრის, უკრაინის საგარეო უწყებას კი თავშეკავებისკენ მოუწოდებს
- +

10 ივლისი. 2022. 00:55

 

 

ამერიკელმა კონგრესმენმა, ვიქტორია სპარცმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ანდრეი ერმაკთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრისკენ, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს კი თავშეკავებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა საკუთარ გვერდზე დაწერა.

 

„მე ვიცი, რომ პრეზიდენტი ზელენსკი სახიფათო ომს აწარმოებს ვერაგი მტრის წინააღმდეგ. ის დიდ დროს ხარჯავს საერთაშორისო მხარდაჭერის შესაქმნელად თავისი ქვეყნის დასაცავად, მაგრამ მას აქვს მუდმივი შიდა პრობლემა, რომელიც უნდა გადაჭრას – პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი“, – აცხადებს სპარცი.

 

სპარცმა ასევე განაცხადა, რომ იღებს მხარდაჭერა ამერიკელებისა და უკრაინელებისგან და ესმის, რატომ გააკვირვა მისმა კომენტარებმა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

 

„მოვუწოდებ სამინისტროს, განიხილოს ჩემი განცხადება იმ სერიოზულობით, როგორსაც მოითხოვს ბატონ ერმაკთან დაკავშირებული საკითხები, ჩემზე თავდასხმების ნაცვლად, როგორც ეს აქამდე ხდებოდა. უკრაინელები და ამერიკელები უკეთ იქნებიან, თუ ჩვენი მთავრობები ამას უპასუხებენ სათანადო გულმოდგინებით, და არა თავდაცვითი ბანალურობით.

 

ჩამოვთვლი ერმაკის წინააღმდეგ არსებულ რამდენიმე სერიოზულ ბრალდებას, რათა მან ამას პირადად უპასუხოს:

 

უკრაინის მიერ „ვაგნერის დაჯგუფების“ ხელში ჩაგდების ოპერაციის შესახებ ინფორმაციის გაჟონვა ბელარუსში და, საბოლოო ჯამში, რუსეთში, რამაც ოპერაციის მარცხი გამოიწვია;

 

ომამდე რუსეთთან წარუმატებელი სამშვიდობო მოლაპარაკებების ცუდი მართვა;

 

უკრაინის ხელისუფლების დარწმუნება იმაში, რომ მიმდინარე წლის თებერვალში, დასავლური დაზვერვების მიერ მოპოვებული ინფორმაციის საპირისპიროდ, რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრებოდა, რისი მიზანიც იყო, რომ უკრაინა ომისთვის სათანადოდ არ მომზადებულიყო;

 

საბოტაჟი ხერსონში და მისი გადაცემა რუსებისთვის „აზოვის“ ბატალიონის ტრაგედიის მოსაწყობად;

 

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მეშვეობით აუცილებელი სამხედრო ტექნიკის შეძენის გაჭიანურება და უსაფუძვლო, ზოგჯერ უკანონ პირობების წამოყენება;

 

მოადგილე ოლეგ ტატაროვის მეშვეობით დამოუკიდებელი ანტიკორუფციული პროკურორის დანიშვნის განზრახ გაჭიანურება“, - წერს ვიქტორია სპარცი.

 

კონგრესმენმა ვიქტორია სპარცმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს წერილი გაუგზავნა, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსთან, ანდრეი ერმაკთან დაკავშირებული ზედამხედველობის პროცედურების შესახებ ინფორმაციის მიღება მოითხოვა. ამის საპასუხოდ უკრაინის საგარეო უწყებამ ვიქტორია სპარცი აშშ-ის პოლიტიკაში რუსული პროპაგანდის კლასიკური ნარატივების დაბრუნების მცდელობაში დაადანაშაულა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner