logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსი დამპყრობლები დღეს დარტყმებს ახორციელებდნენ: მიკოლაევის, ხარკოვის, კრივი-რიჰის, ზაპოროჟიეს ოლქის დასახლებულ ნაწილზე და არც ერთი დღით არ წყვეტენ დონბასის დაბომბვას
- +

10 ივლისი. 2022. 01:12

 

 

რუსი დამპყრობლები დღეს ახორციელებდნენ მიზანმიმართულ დარტყმებს მიკოლაევის, ხარკოვის, კრივი-რიჰის, ზაპოროჟიეს ოლქის დასახლებულ ნაწილზე და არც ერთი დღით არ წყვეტენ დონბასის დაბომბვას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

 

პრეზიდენტის განმარტებით, თავდასხმების შედეგად არის მსხვერპლიც.

 

„მხოლოდ ერთი დღე-ღამის განმავლობაში რუსეთი დარტყმებს ახორციელებდა მიკოლაევზე, ხარკოვზე, კრივი-რიჰზე, ზაპოროჟიეს ოლქზე. დარტყმებს ახორციელებდა სწორედ დასახლებულ სექტორზე - აბსოლუტურად გაცნობიერებულად, განზრახ, ურტყამდა ჩვეულებრივ სახლებს, სამოქალაქო ობიექტებს, ადამიანებს. არის მსხვერპლი, დაშავებულები. არც ერთი დღით არ წყდება რუსული არტილერიის სასტიკი თავდასხმები დონბასზე - სლავიანსკის მიმართულება, ბახმუტი, ავდეევკა“,- განაცხადა ზელენსკიმ.

 

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეალურად მსგავსი ტერორისტული მოქმედებების გაჩერება მხოლოდ იარაღით არის შესაძლებელი - თანამედროვე და ძლიერი. ამ კონტექსტში მან მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებულ შტატებს გადაწყვეტილებისთვის მიაწოდოს უკრაინას თავდაცვითი დახმარების ახალი პაკეტი 400 მილიონი დოლარის მოცულობით.

 

HIMARS-ის დამატებითი სისტემები და სხვა ზუსტი იარაღი საშუალებას გვაძლევს გავადგათ სწორედაც რომ ანტიტერორისტული ნაბიჯები, საშუალებას გვაძლევს შევამციროთ რუსული დარტყმები მათი რაკეტებით ცოცხალ ადამიანებზე“,- განაცხადა ზელენსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner