logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: საკონსტიტუციო ცვლილებების მოცემულობა და დღევანდელი მოცემულობა თუ ვინმეს ერთი და იგივე ჰქონია, მის ინტელექტუალურ შესაძლებლობებთან კრიტიკული დამოკიდებულება მექნება
- +

10 ივლისი. 2022. 11:55

 

 

„საკონსტიტუციო ცვლილებების მოცემულობა და დღევანდელი მოცემულობა თუ ვინმეს ერთი და იგივე ჰქონია, მე მის ინტელექტუალურ შესაძლებლობებთან ცოტა კრიტიკული დამოკიდებულება მექნება. საკონსტიტუციო ცვლილებებზე, იმ ჩავარდნაზე თუ საუბრობენ, აბსოლუტურად განსხვავებული მოცემულობაა, თავად აქვთ ჩვენი მაშინდელი რეაქციები ნანახი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი - მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

 

ამასთან, მისი თქმით, ცუდად სპეკულირებენ შარლ მიშელის შეთანხმებასთან დაკავშირებით, პარლამენტში ისე შევიდა „ნაცმოძრაობა“, 100 დღის განმავლობაში ხელი არ მოაწერეს.

 

„არათუ გავაკეთეთ 80%-ზე მეტი და შემდეგ ვთქვით, რომ ხელს არ აწერს მთავარი ოპოზიციური ძალა. მთავარი მიზანი შესრულებულია, დეპოლარიზაციის ის ნაწილი, რომლითაც ისინი პარლამენტში შემოვიდნენ შესრულდა, სულისკვეთება აღსრულდა და გავდივართ იმიტომ, რომ მთავარი ოპოზიციური ძალა ამას არ უერთდება, ჩვენი საქციელი თურმე გადაგდება ყოფილა და მათი საქციელი არაფერი, არც შეუფასებია არავის. მოდით ობიექტურები ვიყოთ ამაში, ნეიტრალური კუთხითაც რომ შევხედოთ ამ ყველაფერს, „ნაცმოძრაობის“ მიმართ კრიტიკა, ან რას გააკრიტიკებდნენ, ერთნი არიან, მაგრამ ენჯეო სექტორი ხომ მაინც უნდა ვთქვათ, გახსოვთ, რომ „ნაცმოძრაობა“ ხელს საერთოდ არ აწერდა ამ ევროპულ შეთანხმებას და ეს იყო მიზეზი, რის გამოც ჩვენ გავედით ამ ხელშეკრულებიდან. ეს ხომ პოლიტიკური ხელშეკრულება იყო, მთავარი აქტორი მეორე მხრიდან საერთოდ არ აწერდა ხელს და ჩვენ გვეჩხუბება ის, ვინც ხელი არ მოაწერა, ბოლომდე რატომ გახვედიო. მე და თქვენ რაღაცაზე შეთანხმება რომ დავდოთ მაგალითად, სამოქალაქო წესით, თქვენ საერთოდ რომ არ მომიწეროთ ხელი და თან მეჩხუბებოდეთ რატომ გახვედითო, ამაში შეიძლება ლოგიკა იყოს და ამით ვიმსჯელოთ?“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

მისივე თქმით, ამავდროულად, ეს არის, რაზეც ახლა საუბრობენ ამ კუთხით, მე-13 პუნქტი, რომელიც მათ მოიგონეს ასევე საბოტაჟისთვის. 

 

„ვინმესთან ხელშეკრულებას კი არ ვდებთ და მეორე მხარის ნებაზე კი არ იქნება დამოკიდებული, დამოკიდებული იქნება ჩვენზე და ჩვენს პირობაზე. როგორ წარმოუდგენია ვინმეს, რომ ჩვენ შევასრულეთ ყველა პირობა იმგვარად, რომ კანდიდატის სტატუსი მოგვცეს, სხვა რაღაცებიც არ მოხდა ისეთი, რომ კანდიდატის სტატუსის მოცემას ხელი შეეშალა, ყველაფერი კარგად დალაგდა და ამის შემდეგ რა უნდა ვთქვათ, უი, არაო? საზოგადოება სად არის ამ დროს, არჩევნები არ არის წინ, თუ ეს ხალხი სადმე მიდის. წარმოუდგენელია, რომ ჩვენ დეკემბერში მივიღოთ კანდიდატის სტატუსი ან იანვრის დასაწყისში და იანვარშივე, მაქსიმუმ თებერვლის შუა რიცხვებამდე დავუშვათ, ერთი თვე ან როგორც იქნება კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, დაპირებისამებრ ეს არ მივიღოთ. საზოგადოება მკაცრად დაგვსჯის ამაზე, პოლიტიკური პასუხისმგებლობაა იმხელა, რომ ვერც ერთი პოლიტიკური ძალა მსოფლიოში ამ ნათქვამის წინააღმდეგ ვერ წავა. ხელშეკრულებაზე როცა იყო საუბარი და მეორე მხარე არ აწერდა, არათუ წავიდოდით, ვალდებულები ვიყავით, რომ ხელშეკრულებიდან გავსულიყავით, ჩვენ იმ ხელშეკრულებიდან რომ არ გავსულიყავით, რომელსაც მეორე მხარე საერთოდ არ აწერდა ხელს, ყველაზე უთავმოყვარეო პოლიტიკური პარტიის როლში გამოვდიოდით“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner