logo_geo
eng_logo
მარტვილის სოფელ ნაგვაზაოში სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს
- +

10 ივლისი. 2022. 11:58

 

 

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგვაზაოში, ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეებს ახალ სასწავლო გარემოში შეეძლებათ განათლების მიღება. სკოლას, რომელიც ავარიული იყო სრული რეაბილიტაცია უტარდება. ეწყობა გარე და შიდა ინტერიერი, გათბობის სისტემა, ბიბლიოთეკა, ლაბორატორია, სპორტული მოედანი. შენობა ადაპტირებული იქნება სპეციალური საჭიროების მქონე პირებისათვის. სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 2 378 432 ლარს შეადგენს და მას მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

 

მიმდინარე სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია მოადგილეებთან და მარტვილის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

 

მარტვილის სკოლასთან ერთად ამ დროისთვის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს რეგიონის 7 საჯარო სკოლაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner