logo_geo
eng_logo
თბილისის მერი შვეიცარიის ფედერალურ დედაქალაქს ეწვევა
- +

10 ივლისი. 2022. 13:55

 

 

თბილისის მერი კახა კალაძე 11-12 ივლისს ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალურ დედაქალაქ ბერნს ეწვევა. კახა კალაძე ბერნის მერთან, ალეკ ფონ გრაფენრიდთან შეხვედრას გამართავს.

 

ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია თბილისსა და ბერნს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება, რაც ითვალისწინებს თანამშრომლობას ურბანული განვითარების, ტრანსპორტის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, კულტურის, ტურიზმისა და სხვა მიმართულებით.

 

თბილისის მერი, ასევე, მონაწილეობას მიიღებს შვეიცარიაში საქართველოს პირველი დიპლომატიური მისიის მემორიალური დაფის გახსნის ღონისძიებაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner