logo_geo
eng_logo
ბლინკენი: შრი-ლანკაში არეულობა რუსეთის მიერ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შეზღუდვის გამო მოხდა
- +

10 ივლისი. 2022. 19:17

 

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მიიჩნევს, რომ შრი-ლანკაში არსებული არეულობა რუსეთის მიერ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შეზღუდვის გამო მოხდა.

 

მან რუსეთს კვლავ მოუწოდა, რომ უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტი დაუშვას.

 

„რასაც ჩვენ ვხედავთ მთელ მსოფლიოში არის საკვების მასობრივი დეფიციტი, რაც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიამ გამოიწვია,

 

მარცვლეულის ნაკლებობამ შეიძლება, რომ მთელ მსოფლიოში სხვა კრიზისებიც გამოიწვიოს“, - განაცხადა ბლინკენმა.

 

შეგახსენებთ, 9 ივლისს შრი-ლანკაში ერთ-ერთი უდიდესი ანტისამთავრობო აქცია გაიმართა.

 

შედეგად, კოლომბოში ათასობით დემონსტრანტმა გაარღვია პოლიციის ბარიკადები და შეიჭრა პრეზიდენტის ოფიციალურ რეზიდენციაში შეიჭრა.

 

საბოლოოდ, შრი-ლანკის პრეზიდენტი და პრემიერ მინისტრი თანამდებობიდან გადადგომაზე დათანხმდნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner