უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე დონეცკის ოლქის ქალაქ ჩასივ - იარში რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად კორპუსის ჩამონგრევისას გარდაცვლილთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა. დაახლოებით 20-ზე მეტი კი - ნანგრევებშია ჩარჩენილი. აღნიშნული ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.
მედიის ცნობით, ნანგრევების ქვეშ მოყოლილი 5 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.
რეგიონის გუბერნატორ პავლო კირილენკოს ინფორმაციით, დაბომბვა რუსული „ურაგანის" ტიპის რაკეტებით განხორციელდა, რამაც კორპუსის ნგრევა და ადამიანების გარდაცვალება გამოიწვია.
ცნობისთვის, დღეს დონეცკის რეგიონის გუბერნატორ პავლო კირილენკოს ინფორმაციით, დონეცკის რეგიონში, ქალაქ კრამატორსკთან ახლოს მდებარე ჩასივ-იარში რუსული „ურაგანის" ტიპის რაკეტებით კორპუსზე იერიში განხორციელდა.