ნოვაკ ჯოკოვიჩი მამაკაცთა თანრიგში უიმბლდონის 2022 წლის გათამაშების გამარჯვებული გახდა.
ფინალში სერბმა ავსტრალიელი ნიკ კირგიოსი 4:6, 6:3, 6:4, 7:6 დაამარცხა.
„ნოლემ“ პირველი სეტი დათმო, უკანასკნელ სეტში კი დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვა.
ჯოკოვიჩმა უიმბლდონი კარიერაში მეშვიდედ მოიგო.