ქართველმა ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა ბუდაპეშტის გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ფინალი ლიპარტელიანმა იაპონელ კენტარო იიდასთან ვაზარით წააგო.
გარდა ამისა, უნგრეთში მიმდინარე ტურნირზე მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ბექა ღვინიაშვილმა უნგრელი მეტოქე დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.