logo_geo
eng_logo
საფრანგეთი რუსული გაზის სრული შეწყვეტისთვის ემზადება
- +

10 ივლისი. 2022. 21:44

 

 

საფრანგეთის მთავრობა ემზადება რუსული გაზის მიწოდების სრული შეწყვეტისთვის. ამის შესახებ საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მაირმა განაცხადა.

 

„ვფიქრობ, რომ რუსული გაზის მიწოდების სრული შეწყვეტა რეალურია... და ჩვენ უნდა მოვემზადოთ ამ სცენარისთვის”, - განაცხადა მან და დასძინა, რომ „სრულიად უპასუხისმგებლო იქნება ამ სცენარის იგნორირება".

 

ამასთან მისი თქმით, პირველი ნაბიჯი ოჯახებისა და ბიზნესებისთვის მისი მოხმარების შემცირებაა, შემდეგ კი შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, თხევადი ბუნებრივი აირის გადაზიდვისთვის.

 

როგორ მედია წერს, საფრანგეთში მიწოდების დაახლოებით 17% რუსეთიდან მოდის და ნაკლებად არის დამოკიდებული რუსულ გაზზე, ვიდრე ზოგიერთი მისი მეზობელი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner