logo_geo
eng_logo
რა უნდა იცოდეთ, სანამ ზღვაში შეცურავთ
- +

19 აგვისტო. 2016. 11:35




ამ ბუნებრივ დემონებს წელიწადში ასობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება, თუმცა მასზე ძალიან ცოტამ იცის!

ბევრი ადამიანი, ვინც კარგად ცურავს, გაკვირვებულია - როგორ შეიძლება ნაპირთან ახლოს დაიხრჩო. როდესაც საინფორმაციო გამოშვებებში ისმენენ, რომ ესა და ეს ტურისტი ზღვის ნაპირთან დაიღუპაო, ფიქრობენ,  რომ   მსხვერპლმა ან ცურვა არ იცოდა, ან ნასვამი იყო. მაგრამ ისინი ცდებიან. მაშ რა ხდება?

საუბარია ძალიან სახიფათო, მაგრამ ნაკლებად ცნობილ  მოვლენაზე - „გამპობ ნაკადზე", რომელსაც ეძახიან „ჩამთრევს".  „გამპობი ნაკადები" გვხვდება პლანეტის ყველა კუთხეში - მექსიკის ყურეშიც და შავ ზღვაშიც.  ამ მზაკვრულ მოვლენას შეიძლება ვერ გაუმკლავდეს  პირველხარისხიანი მოცურავეც, ვინც არ იცის, როგორ უნდა მოიქცეს.

ყველაფერი მოულოდნელად ხდება: მაგალითად, თქვენ ცურავდით ნაპირიდან ზღვისკენ, შემდეგ შემობრუნდით...  ძალ-ღონეს არ იშურებთ , მაგრამ ადგილიდან არ იძვრით, თანდათან ძალა გელევათ და  სადაცაა პანიკა დაგეწყებათ...

დასაწყისისთვის მნიშვნელოვანია „გამპობი ნაკადის"  მოქმედების პრინციპის გაგება - ეს გახლავთ ზღვის და ოკეანის დინება, რომელიც მიმართულია  ნაპირისკენ მართი კუთხით  და წარმოიქმნება მიქცევის დროს წამოსული წყლის მასის უკან ზღვაში გადინების პროცესში.


ყველაზე საშიშია უკუდინებები ზღვის ნაპირებთან, სადაც წყალი არ არის ღრმა და სილითაა დაფარული. წყლის წნევა  ვიწრო სრუტეში , რომელიც ზღვას ლიმანთან აკავშირებს, მკვეთრად იზრდება,  შედეგად წარმოიქმნება  სწრაფი დინება - დაახლოებით 2,5-3 მეტრი წამში.


ეს „დერეფნები" წარმოიქმნება ნაპირებთან მოქცევის დროს.  ტალღა ტალღას მოსდევს და მოაქვს წყლის მასა, შემდეგ კი სხვადასხვა სიჩქარით უბრუნდება ზღვასა თუ ოკეანეს და წარმოშობს უკუდინებას, ეს პროცესი ხდება იქ, სადაც  მიქცევა- მოქცევა ხშირია.

 

 

ამ სურათზე წყლის მღელვარე დინება იმდენად არ ჩანს, თუმცა, თავად დინების და იქ მოხვედრილი ადამიანების  გარჩევა თავისუფლად შეიძლება.


უფრო ხშირად გამპობი დინების სიგანე 2-3 მეტრია, დინების სიჩქარე 4-5კმ-სთ, რაც არც ისე საშიშია.


მაგრამ პერიოდულად ჩნდება 50 მეტრის სიგანით  და 200-400 სიგრძის და 15 კმ-სთ სიჩქარით. ეს იშვიათად ხდება, მაგრამ ხდება!


როგორ უნდა ამოვიცნოთ, არის თუ არა გამპობი დინების გაჩენის საშიშროება? პირველ რიგში, ყურადღება მიაქციეთ განსაკუთრებულ მახასიათებლებს:

-         აქაფებული წყლის არხი ნაპირის პერპენდიკულარულია.

-         ხდება, რომ ირგვლივ ზღვა ღია ცისფერია, რაღაც მონაკვეთში კი - თეთრი. სახიფათოა ქაფიანი მონაკვეთები, ზღვის წყამცენარეებით და ბუშტულებით, რომელიც ნაპირიდან ზღვისკენ მოძრაობს.


თუ ჩამოთვილილიდან რომელიმეს აღმოაჩენთ, იმ ადგილებში ცურვისგან თავი შეიკავეთ.  თუმცა მთავარი ხიფათი იმაში მდგომარეობს, რომ მსგავსი დინების 80% მოულოდნელად ჩნდება და ტურისტები მის აღმოჩენას ვერ ახერხებენ, ეს მხოლოდ გამოცდილ მაშველებს შეუძლიათ.


მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ გამპობი დინებები ნაპირთან ახლოს ჩნდება და მათ შეუძლიათ წელამდე წყალში მდგომი ადამიანიც კი ჩაითრიონ. კარგი მოცურავეებისთვის  ეს იქნება საშიში არც იყოს, მაგრამ ის, ვინც ცურვა არ იცის, ფრთხილად უნდა იყოს, ამიტომ უნდა მოერიდოთ ზღვაში მარტო შესვლას.


ისარგებლეთ ხალხმრავალი პლიაჟით, სადაც მაშველები მორიგეობენ. მუდამ მიაქციეთ ყურადღება წითელ ალმებს და პლაჟზე განლაგებულ მინიშნებებს, სადაც კატეგორიულად აკრძალულია ზღვაში შესვლა. ეს არ არის სახუმარო!


 ახლა მთავარი:  როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მოხვდით  „გამპობ"  დინებაში?

1.  მოერიოთ პანიკას! ვინც იცის, როგორ მოიქცეს ამ დინებაში მოხვედრისას, 99%-ით გადარჩენილია.

2.  გაუფრთხილდით ძალას! ნუ ეცდებით დინების წინააღმდეგ ცურვას,  უნდა შეეცადოთ, ნაპირის პარალელურად გაცუროთ. თუ დინება ვიწროა (5 მეტრამდე), ძალიან მალე დააღწევენ მას თავს.

3. გააანალიზეთ ვითარება! -  თუ ნაპირის პარალელურად ცურვაც არ გამოგდით, ე.ი. დინება განიერია, ასეთ შემთხვევაში შეწყვიტეთ ენერგიის ხარჯვა, გაჩერდით წყალზე, უკუდინება 3-4 წუთში შეწყდება, ამის შემდეგ გაცურეთ 50 -100 მეტრი და მერე გამოდით ნაპირზე.



იმისათვის, რომ პანიკაში არ ჩავარდეთ, დაიმახსოვრეთ, რომ ეს დინება არ გახრჩობთ, ისინი უმეტეს შემთხვევაში ვიწროა, მისი სიგანე 50 მეტრს არ აღემატება; ასე რომ, ნაპირის გასწვრივ 20 -30 მეტრის გაცურვის შემდეგ თავს დააღწევთ დინებას. ასევე შეზღუდულია მისი სიგრძეც, მისი მაქსიმუმი ნაპირიდან 100 მეტრია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner