logo_geo
eng_logo
უკრაინელმა სამხედროებმა ქვეყნის სამხრეთში 15 რუსი ჯარისკაცი გაანეიტრალეს
- +

10 ივლისი. 2022. 23:24

 

 

დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა ქვეყნის სამხრეთში რუსების 2 შეტევა მოიგერიეს. 

 

განეიტრალდა 15 რუსი სამხედრო.

 

„უკრაინელმა სამხედროებმა 57 ჯავშანტექნიკა გაანადგურეს და 15 ოკუპანტი გაანეიტრალეს.

 

ზოგადად, ქვეყნის სამხრეთში ვითარება დაძაბულია, მაგრამ თავდაცვის ძალების მიერ კონტროლირებადი ვითარებაა.

 

მტერი თავდაცვის ხაზებზე საბრძოლო მოქმედებების ჩატარებას, აგრეთვე დაბომბვასა და საჰაერო იერიშების განხორციელებას აგრძელებს“, - აღნიშნულია უკრაინელთა განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner