დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა ქვეყნის სამხრეთში რუსების 2 შეტევა მოიგერიეს.
განეიტრალდა 15 რუსი სამხედრო.
„უკრაინელმა სამხედროებმა 57 ჯავშანტექნიკა გაანადგურეს და 15 ოკუპანტი გაანეიტრალეს.
ზოგადად, ქვეყნის სამხრეთში ვითარება დაძაბულია, მაგრამ თავდაცვის ძალების მიერ კონტროლირებადი ვითარებაა.
მტერი თავდაცვის ხაზებზე საბრძოლო მოქმედებების ჩატარებას, აგრეთვე დაბომბვასა და საჰაერო იერიშების განხორციელებას აგრძელებს“, - აღნიშნულია უკრაინელთა განცხადებაში.