logo_geo
eng_logo
რეზნიკოვი: ზელენსკიმ სამხედროებს უკრაინის სამხრეთის დეოკუპაცია უბრძანა
- +

11 ივლისი. 2022. 00:43

 

 

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ალექსეი რეზნიკოვის განცხადებით, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედროებს ქვეყნის სამხრეთის სანაპირო ზონების დაკავება უბრძანა.

 

მისივე თქმით, ამ მიზნის მისაღწევად უკრაინა დასავლური იარაღით აღჭურვილ საბრძოლო ძალებს აგროვებს.

 

„ჩვენ გვესმის, რომ ეს პოლიტიკურად და ეკონომიკურად ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან საჭიროა. პრეზიდენტმა უმაღლეს სამხედრო მეთაურს გეგმების შემუშავება დაავალა. ამის შემდეგ გენერალური შტაბი შეასრულებს დავალებას და გეგმებს დასახავს“, - განაცხადა რეზნიკოვმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner